среда, 14 октября 2009 г.

ყვარელი, კახეთის თვალი




პროექტის სახელი: ყვარელი, კახეთის თვალი
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან ყვარლის წარსულსა და დღევანდელობას
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ულამაზეს რაიონს - ყვარელს, ”კახეთის თვალს” - ასე უწოდებდა მას გრიგოლ ორბელიანი. მოიძიებენ ლეგენდებსა და თქმულებებს მისი დაარსების შესახებ. შეისწავლიან მის რელიეფს, ფლორასა და ფაუნას. ყვარელში მოაწყობენ ექსკურსიას, დაათვალიერებენ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც მრავლად არის ყვარლის რაიონში. გადაიღებენ ფოტოსურათებს, ვიდეო მასალას, შექმნიან ნახატებს. მონაწილეობას მიიღებენ რთველში, დაესწრებიან თათარობას. ნახავენ ”ქინძმარაულის” ღვინის ქარხანას. დაათვალიერებენ ღვინის ბიბლიოთეკას, გვირაბს, სადაც უნიკალური ღვინოებია განთავსებული. ნახავენ სადეგუსტაციო დარბაზს. მოიფიქრებენ, შესაძლებელია თუ არა მონაწილეობის მიღება ყვარლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში (მაგ., მდინარე ”დურუჯის” სანიაღვრე არხების გაწმენდა).
მონაწილეთა ასაკი: 14-17 წელი, 9-11 კლასები.
ვადები, ხანგრძლივობა: 3-4 თვე.
პროექტის სესაძლო აქტივობები: გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს ერთერთ კუთხეზე, გაეცნობიან ადგილობრივ მოსახლეობას. მათი დახმარებით შეისწავლიან ადგილობრივ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, ვაზის დაყენებისა და მისი მოვლის ადგილობრივ წესებს.
მოსალოდნელი შედეგები და პროდუქტები: შექმნიან ფოტო-ალბომს, ვიდეო მასალას და განათავსებენ ინტერნეტში. შეიძლება დაწერონ და გამოაქვეყნონ სტატიები ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის შემოქმედების შესახებ. მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმის სცენაზე დადგან საქველმოქმედო სპექტაკლს, რომლის სემოსავალი გადაირიცხება რომელიმე საქველმოქმედო ფონდში.
სარგებელი სხვებისათვის: დაეხმარებიან ადგილობრივ გლეხებს რთველის ჩატარებაში.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, არქიტექტურა, ბიოლოგია, ქართული ენა, ხელოვნება.
პროექტის ფასილიტატორი: 161-ე სკოლია მასწავლებელი ლია ქიტიაშვილი.
პროექტისAფასილიტატორისAელ.ფოსტა:Alkitiashvili161@gmael.com